ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება
24 იანვარი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას იწყებს.
ძველი სტადიონი, რომლის ადგილზე ახალი ტექნიკური ცენტეი მოეწყობა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილებისა და სამეურნეო სათავსოების მოწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ტექნიკური ცენტრი ასევე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სპორტული ინვენტარითა და მოედნის მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რეგიონებში სპორტის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.
მათ ასევე დაათვალიერეს რამდენიმე ტერიტორია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილის შესაარჩევად.